23/12/2024
10:15
პოლიტიკა
“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე, პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ “სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური მთავარსარდალია და ჯარმა უარი უნდა თქვას ახლად არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაში მონაწილეობაზე”:
"მივმართავ ქართულ ჯარს - სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს და ქართული ჯარის ერთადერთი ლეგიტიმური მთავარსარდალი. ინაუგურაცია, რომლის ჩატარებასაც გეგმავენ, იქნება არალეგიტიმური და ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი, მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე.
ქართულმა ჯარმა არ უნდა დაუჭიროს მხარი არალეგიტიმურ პროცესს! ეს იქნება ანწუხელიძის ღალატი, ეს იქნება იმ გმირების ღალატი, რომლებმაც თავი შესწირეს სიმართლეს და ჩვენი ქვეყნის მომავალს!" - დაწერა ხაზარაძემ.
ასევე წაიკითხეთ:
0
0