-share.jpg)
მორიგი შეტევა ეკლესიასა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე. ამჯერად, მართლმადიდებლურ ეკლესიას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი დაუპირისპირდა. ბერძენიშვილი საპატრიარქოსა და თავად პატრიარქს სტალინისტებად მოიხსენიებს.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეკლესიაზე შეტევა დაუშვებელია.
„ამ შემთხვევაში, ყველას მოეთხოვება, რომ იყოს ზედმიწევნით ფრთხილი, ეს იმისთვის, რომ მართლაც მძიმე არ იყოს თუნდაც ის შეურაცხყოფა, რომელსაც შეიძლება აყენებდნენ ცალკეული ადამიანები საკუთარი ეპატაჟური გამოხტომებით ცალკეულ სიწმინდეებს ზოგადად ადამიანთა და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის, ალბათ უდიდესი უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებს. ყველას შეუძლია გამოხატოს საკუთარი აზრი, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს არავის მოვალეობისგან, რომ სხვების მიმართ იყვნენ პატივისცემით განსჭვალული. ეს არის მთავარი ქვაკუთხედი ნებისმიერი ურთიერთობებისთვის და როდესაც გარკვეულ ზღვარს ლახავენ, სცდებიან დასაშვებ ფარგლებს ადამიანები, შეიძლება, გარკვეულ შემთხვევებში, ამან გარკვეული დაპირისპირებები წარმოშვას საზოგადოებაში. სწორედ ამის თავიდან აცილება რომ გვინდა, ალბათ სწორი ნაბიჯია პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მოწოდებები საპირისპირო ყველას მიმართ, რომ იყოს მეტი პატივისცემით განსჭვალული. ამავე კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ გადაცდომები ბევრ შემთხვევაში და ხშირ შემთხვევაში ეს არის პოლიტიკური იდეოლოგიის გარკვეული ნაწილი.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს ისიც, რომ მათ შორის დამფინანსებლებმა, ან ნებისმიერმა პირმა, რომელიც შეიძლება პირდაპირ თუ ირიბად იყოს ჩართული ასეთი ტიპის საქმიანობაში, კარგად უნდა აცნობიერებდეს თუ რას შეიძლება იყოს დაკავშირებული და რა ტიპის თუნდაც მორალურ პასუხისმგებლობასთან ასეთი ტიპის განცხადებების კეთება,“ - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
0
0