14/06/2023
13:35
პოლიტიკა
სამწუხაროდ, არაადეკვატური მოქალაქეებიც არსებობენ - თქვენი გზავნილი გასაგებია, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქალს, რომელმაც სასესიო დარბაზის აივნიდან რუსული რუბლები გადმოყარა და გადმოფინა ნაჭერი წარწერით - "არა ორიენტაცია არეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან".
„როგორც ვხვდები, ქალბატონია. ქალბატონს მინდა მივმართო, რომ როცა თქვენნაირი დამოკიდებულების მქონე მოქალაქეები, რა თემაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ამ თემას სპეკულაციისთვის იყენებთ, აჩვენებს რამდენად არაადეკვატური ბრძანდებით პირადად თქვენ. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ქვეყანაში რადიკალური ადამიანებიც გვყავს. როცა ადამიანი ასეთ რამეს კადრულობს, აჩვენებს, რომ რეალობის და ადეკვატურობის არანაირი აღქმა არა აქვთ - ყველას და ყველაფერს გადაუვლიან და გადათელავენ საკუთარი ინტერესის გამო", - მიმართა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის პლენარული სხდომა ინციდენტით დაიწყო.
ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა პარლამენტში - მოქალაქემ საკანონმდებლო ორგანოში „ოცნების“ დეპუტატებს რუსული რუბლები გადმოაყარა და საპროტესტო ბანერი გაშალა.
0
0