
„რონდელის ფონდის“ ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი საქართველოში აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე ე დანიგენის კანდიდატურის წარდგენას PIA.GE-სთან გამოეხმაურა. როგორც გოგოლაშვილი აცხადებს, ეს გადაწყვეტილება იმის მანიშნებელია, რომ შტატებში სერიოზულად აღიქვამენ ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიურ ურთიერთობას.
„სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს როცა ნიშნავენ, ეს კარგის ნიშანია, პირდაპირი კავშირი აქვს სახელმწიფო დეპარტამენტთან და პრინციპში, ასე ვთქვათ, ბლინკენის გუნდიდან არის - ანუ, პოლიტიკურად ექნება პირდაპირი, ძალიან მჭიდრო კავშირი სახელმწიფო დეპარტამენტთან. ესე იგი, ამერიკას უნდა, უფრო აქტიური პოლიტიკა აწარმოოს და ყოველ შემთხვევაში, რაღაც შეცვალოს“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
ექსპერტის თქმით, რობინ დანიგენის დანიშვნა ბევრ რამეს წარმოაჩენს - მათ შორის, იმას, თუ როგორ უყურებს საქართველო აშშ-სთან ურთიერთობის მომავალს.
„აქ არის პოლიტიკური მიზნები, რომელთა გატარებასაც ხელისუფლება ცდილობდა. ეს ძალიან ბევრ რამეს გამოაჩენს. არც ახალი, არც ძველი ელჩის პირობებში არაფერი არ გასდიოდათ, თავისი თავხედობის გარდა სხვას არაფერს არ აჩვენებდნენ, მაგრამ მე მგონი, ახლა უბრალოდ აღარ ექნებათ მიზეზი, რომ ახალ ელჩზეც ისე ილაპარაკონ, როგორც წინაზე [კელი დეგნანი]. წინა ელჩს რაღაცები მოუგონეს, ლეგენდები და ახალი რომ იქნება, ძალიან ძნელია, რომ ლეგენდები მოუგონონ ახალ ჩამოსულს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ცოტა შეიძლება შეიცვალოს ტონი“, - განუცხადა PIA.GE-ს კახა გოგოლაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგენის კანდიდატურა წარადგინა.
რობინ დანიგენი ამჟამად სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში.
0
0
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
02/04/2026