21/11/2023
10:42
მსოფლიო
70-წლამდე ქალი, რომელიც 16 ნოემბერს, სიდნეიში, ბრიტანელი მომღერლის რობი უილიამსის კონცერტს ესწრებოდა, სავარძლების ექვს რიგზე დაგორდა; დაცემის შემდეგ ქალმა თავის არეში სერიოზული დაზიანებები მიიღო და ის სასწრაფოდ ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბრიტანელ მომღერალს კომენტარი არ გაუკეთებია ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც ავსტრალიაში მისი 25-ე ტურნეს მსვლელობისას მოხდა.
„უბედური შემთხვევა კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა, რომელსაც ათასობით მაყურებელი ესწრებოდა. კიბეების ნაცვლად, ქალმა სავარძლებზე ასვლა სცადა. მან წონასწორობა დაკარგა და დაეცა. სამწუხარო შემთხვევაა და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს,“ - თქვა Allianz-ის სტადიონის პრესსპიკერმა.
16 ნოემბერს გამართულ კონცერტს 40 000-მდე ფანი ესწრებოდა. ბრიტანელი პოპ ვარსკვლავი, რომელიც Netflix-ის მიერ ახლადგამოშვებული ოთხნაწილიანი დოკუმენტური ფილმის თემას წარმოადგენს, 22 ნოემბერს მელბურნში გამართავს კონცერტს.
0
0