
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ გააკრიტიკა 2022 წელს ევროკომისიის მიერ წარდგენილი RePower EU-ს გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს 2030 წლისთვის რუსულ საწვავზე თანდათანობით უარის თქმას.
მან ევროპელ ჩინოვნიკებს მიმართა: „მოიხსენით ანტირუსული სათვალე“.
„ეს სრული ნონსენსია. საუბარი მაქვს როგორც გაზზე, ისე ნავთობზე. ჩვენ საკუთარ ფეხში ვისვრით. მზად ვარ 24-საათიანი კამათისთვის ევროკომისიასთან, რათა კონსტრუქციულად და მშვიდად დავარწმუნო ისინი, რომ ეს სულელური იდეოლოგიური ნაბიჯია. ევროკომისიას გთხოვთ, მოიხსენით ანტირუსული სათვალე. თუ თქვენ მას მოიხსნით, ჩვენ მეტ რაციონალურ და ნორმალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - თქვა ფიცომ.
მან აშშ-ის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ამერიკა რუსეთისგან დღემდე ყიდულობს გამდიდრებულ ურანს.
„მეორე მხრივ, ყიდულობს თუ არა შეერთებული შტატები დიდი რაოდენობით გამდიდრებულ ურანს რუსეთის ფედერაციისგან? იდეოლოგიურად ეს არ უნდა გააკეთოს, თუ ეს გარემოება იქ არ მუშაობს? მაგრამ ჩვენ ჩვენს გადაწყვეტილებებში ამ იდეოლოგიის დანერგვას ვაგრძელებთ, რის გამოც საკუთარ თავს საფრთხეში ვაგდებთ“, - დასძინა სლოვაკეთის მთავრობის თავმჯდომარემ.
0
0