
როდესაც ომის დასაწყისიდანვე უარვყავი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, როგორც კონფლიქტის დასრულების ფუნდამენტური წინაპირობა, საჯაროდ ჯვარს მაცვეს, დღეს ის ფაქტი, რომ უკრაინა ნატო-ში არ იქნება, უკვე თავისთავად მიღებულად ითვლება, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სოციალურ ქსელ X-ში წერს და ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ვიდეომიმართვა მან ევროკავშირის ლიდერების ვიდეოკონფერენციის შემდეგ გამოაქვეყნა, სადაც ვაშინგტონში გუშინ გამართული მოლაპარაკებები განიხილებოდა.
როგორც ფიცო აღნიშნავს, რომ უკრაინაში ტერიტორიული ცვლილებების შესახებ დისკუსიის გარეშე ომის დასრულების მხრივ პროგრესის მიღწევა შეუძლებელია.
„კონფლიქტის დასასრულებლად პირველი ფუნდამენტური წინაპირობაა არის იმის გაცნობიერება, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი. ომის შემდეგ ყველა გენერალია, თუმცა მინდა, შეგახსენოთ, რომ ნატო-ში უკრაინის წევრობის მიმართ ჩემი წინააღმდეგობა მკაფიო იყო უკრაინაში ომის შესახებ ჩემს პირველივე განცხადებებში, მიუხედავად იმისა, რომ მწვავედ მაკრიტიკებდნენ ამ პოზიციის გამო. ანალოგიურად მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ უკრაინაში ტერიტორიული ცვლილების შესახებ დისკუსიის გარეშე პროგრესი ვერ იქნება მიღწეული“, – განაცხადა ფიცომ.
ამასთან, ის წუხილს გამოთქვამს, რომ ევროკავშირს დონალდ ტრამპის ლოდინი დასჭირდება იმისთვის, რომ მშვიდობის გზა მოეძებნა. ამასთან, ის ეწინააღმდეგება უკრაინისთვის აშშ-სგან იარაღის შეძენის ინიციატივას, ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას.
0
0