
სლოვაკეთი არ მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის არცერთ პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსებას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ განცხადება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ გააკეთა.
მისი თქმით, სლოვაკეთს არანაირ ფინანსურ სქემაში ჩართვის უფლებას არ მისცემს.
„უარს ვამბობ სლოვაკეთისთვის ნებისმიერ ფინანსურ სქემაში მონაწილეობის უფლების მიცემაზე, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის დახმარებას ომისა და სამხედრო ხარჯების მართვაში. თუ დღეს აშშ-ს იარაღის სავსე საწყობები აქვს და გვეუბნება, იყიდეთ ჩვენგან და მიეცით უკრაინას, თუ ჩვენ შეგვიძლია მსგავსი რამის წარმოება, მაშინ გთხოვთ, ვისაც სურს, იყიდოს ჩვენგან. ეს ნიშნავს, რომ უკრაინაში ლეტალური დახმარება უფასოდ არ წავა და ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას არცერთ სქემაში, რომელიც უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსებამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.
ამასთან, სლოვაკეთის პრემიერმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს ევროპას უფრო მეტად აზიანებს.
0
0