
ევროკავშირში წამყვან პოზიციებზე არ შეიძლება, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ძირითადი გლობალური აქტორები არ ხვდებიან, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.
ბრიუსელში დაგეგმილი სამიტის წინ, ფიცომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ევროკავშირის ხელმძღვანელობა მკაცრად გააკრიტიკა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამიტი „ცუდად მომზადებულია“ და ის მხოლოდ „ცალკეული წევრი ქვეყნების პანიკაზე“ რეაქციას წარმოადგენს.
„ევროკავშირში წამყვან პოზიციებზე არ შეიძლება, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ძირითადი გლობალური აქტორები არ ხვდებიან და რომლებთანაც პრაქტიკულად, საერთოდ არ საუბრობენ. მარკო რუბიო თუ დაჟინებით უარს ამბობს კაია კალასთან შეხვედრაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მასთან კონსტრუქციულ საუბარზე, მაშინ რა არის მისი პოზიციის აზრი?“, – განაცხადა ფიცომ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროკავშირს „ღრმა კრიზისიდან“ გამოსვლა მხოლოდ ახალი ხელმძღვანელობის შემთხვევაში შეუძლია.
„ევროკავშირზე იგივე წესი ვრცელდება, რაც მასაჟის სალონზე: ის თუ არ მუშაობს, საწოლების შეცვლა საკმარისი არ არის, პერსონალიც უნდა შეიცვალო“, – აღნიშნა ფიცომ.
ვიდეოში ფიცომ ასევე განაცხადა, რომ „ერთადერთი, რაც დღეს ევროკავშირს ამოძრავებს, რუსეთის სიძულვილია“.
0
0