28/12/2023
11:51
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა საახალწლო ფილმების სერიით „მარტო სახლში“ შთაგონებული სადღესასწაულო ვიდეორგოლი გადაიღო, რომელიც საკუთარ YouTube-არხზე გამოაქვეყნა.
რგოლის დასაწყისში სუნაკი თავის რეზიდენციაში მუშაობს და იაზრებს, რომ სრულიად მარტო დარჩა. ამის შემდეგ ის კევინ მაკალისტერის მსგავსად გართობას იწყებს. პრემიერი Coca-Cola-ს ქილებით ბოულინგს თამაშობს, ეფერება რეზიდენციის ბინადარ კატა ლარის, იპარავს ტკბილეულს ნაძვის ხიდან, უყურებს საახალწლო ფილმებს და ბუხარში მარშმელოუს წვავს.
რგოლის ბოლოს კი რეზიდენციაში სატელეფონო ზარი ისმის. „პრემიერ-მინისტრის ოფისი. ჰარი, ნომერი შეგეშალა“, - ამბობს სუნაკი და სწრაფად კიდებს ყურმილს. სავარაუდოდ ჰარიში პრინცი ჰარი იგულისხმება, რომელმაც დიდი ბრიტანეთი დატოვა და ოჯახთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს.
0
0