19/07/2023
16:30
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ბოდიში მოუხდა ლგბტქი თემის წარმომადგენელ სამხედრო ვეტერანებს, რომლებსაც ჯარში სამსახური აკრძალული ჰქონდათ. ამის შესახებ განცხადება რიში სუნაკმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
სხდომაზე გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც ეხება დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში ლგბტქი თემის წარმომადგენლთა მიმართ მოპყრობას იმ პერიოდში, როდესაც ჯარში მათი სამსახური აკრძალული იყო.
„ლგბტქი ადმიანების შეიარაღებულ ძალებში სამსახური 2 000 წლამდე აკრძალული იყო, რაც წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის სახელწმიფოს დიდ შეცდომას. როგორც დღევანდელ ანგარიშშია აღნიშნული, იმ პერიოდში ბევრმა გადაიტანა ყველაზე საშინელი სექსუალური ძალადობა, ჰომოფობიური ჩაგვრა და შევიწროება. ეს ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც ეს ადამიანები მამაცურად ემსახურებოდნენ თავიანთ ქვეყანას. დღეს ბრიტანეთის სახელმწიფოს სახელით ბოდიშს ვიხდი და იმედი მაქვს, ყველა დაზარალებული იგრძობს თავს ვეტერანების იმ ოჯახის ამაყ წევრად, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა სუნაკმა.
„ბიბისი“ აღნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთში 2000 წლამდე გეი პირებს ბრიტანეთის არმიაში სამსახური ეკრძალებოდათ. როგორც დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, ამ აკრძალვის შედეგად, სულ მცირე, 1 145 ადმაიანი დაითხოვეს ჯარიდან მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ლგბტქი თემის წარმომადგნელბი იყვნენ.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბევრ მათგანს ჩაუტარდა იძულებითი ინვაზიური სამედიცინო გამოკვლევა, პოლიცია მათ წინააღმდეგ გამოძიებას ატარებდა, ზოგიერთი კი სექსუალური ორიენტაციის გამო ციხეშიც კი მოხვდა.
ამასთან, შეიარაღებული ძალებიდან დათვნის გამო, მათ ჩამოართვეს ყველა სამხედრო ჯილდო, ისინი ვერ იღებდნენ ვეტერანთა პენსიას. ანგარიშის ავტორები რეკომენდაციას აძლევენ ბრიტანეთის ხელისუფლებას, აღუდგინონ ამ ადამიანებს დამსახურებული ჯილდოები და მისცენ საშუალება, მიიღონ პენსია.
0
0