რიში სუნაკი აცხადებს, რომ კვირაში ერთხელ 36 საათით შიმშილობს და დანარჩენ დღეებში ტკბილეულის მიღება თამამად შეუძლია
A-
+A

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი კვირაში ერთხელ 36 საათით შიმშილობს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ „ბიბისის“ განუცხადა.
სუნაკი ამბობს, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანი დისციპლინაა.
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით, კვირას 17:00 საათიდან სამშაბათს დილის 05:00 საათამდე არაფერს ჭამს.
„ეს ნიშნავს, რომ კვირის განმავლობაში, დანარჩენ დღეებში ტკბილეულის მიღება თამამად შემიძლია“, – ამბობს სუნაკი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ ის კოკა-კოლაზე იყო დამოკიდებული და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად მექსიკური კოკა-კოლა მოსწონს, რადგან ის ლერწმის შაქრით მზადდება.
ამასთან, როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, რიში სუნაკი ვარჯიშის მოყვარულია. ცნობილია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ყოველ დილით ველოსიპედით სეირნობს.
0
0
390
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%