01/12/2021
11:35
პოლიტიკა
მისივე თქმით, ეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. როგორც დავით ზალკალიანი ამბობს, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა ნატო-ს სრული წევრი გახდეს.
„დღეს ჩრდილოატლანტიკული ალიანსის სხდომა გაიმართება, რომელშიც საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებიც მონაწილოებენ. ჩვენი დასწრება რიგის მინისტერიალზე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნისა. ეს აჩვენებს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, აღიარებული იყოს ის პროგრესი, რომელიც საქართველომ მიაღწია ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა საქართველო ნატო-ს სრული წევრი გახდეს. ჩვენ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში. ჩვენ ერთად შევედით ავღანეთში და ნატო-სთან ერთად დავტოვეთ ეს ქვეყანა. საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ავღანეთიდან გამოსვლის პროცესშიც, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, ჩვენ დავეხმარეთ ნატო-ს მოკავშირეებს მომხდარიყო ადამიანების ევაკუაცია ავღანეთიდან. მჯერა, რომ რიგის სამიტზე დასწრება არის დიდი შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ჩვენს მოლოდინებზე 2022 წლის ნატო-ს სამიტისადმი. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მიერ ნატო-ს წევრობის გზაზე მიღწეული პროგრესი უნდა იყოს ასახული გადაწყვეტილებებში და დეკლარაციებში, როგორც დღევანდელ მინისტერიალზე, ისე 2022 წლის ნატოს სამიტზეც“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
0
0