
რეზოლუცია კარგი სილის შემოლაწუნებაა „ქართული ოცნებისთვის“. ბოლოს იქამდე მივა საქმე, რომ სანქციებს დაუწესებენ პირადად მას [ბიძინა ივანიშვილს] და „ოცნების“ ლიდერებსაც - ის კრახი, რაც დღეს ევროპარლამენტში განიცადეს, ზუსტად ამ ლაზღანდარაობის შედეგია, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ელისაშვილი აცხადებს, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის დღევანდელი განცხადება - „სტატუსი თავისთვის დაიტოვონ“, უპასუხისმგებლოა.
„ახია „ქართულ ოცნებაზე“, რომ დგანან და დღესაც, რომ ლაზღანდარაობდა კალაძე. ეს არის საკითხი, რომელიც არის წითელი ხაზი მთელი ქართველი ერისთვის. ამ ზაფხულს რომ უამრავი ხალხი გამოვიდა ყოველგვარი ორგანიზების გარეშე, რამ გამოიყვანა? არ გვინდა ეს ჯადო რუსეთი! არ გვინდა! თან რომელ რუსეთს ებღაუჭებიან კაცო? რომ იძირება? ტანსაცმელს ვერ იყიდი მოსკოვის ვერც ერთ სავაჭრო ცენტრში და საერთოდ ვერაფერს ვეღარ იყიდი, უკვე „მოსკვიჩების“და დაფეხვილი რაღაცების წარმოებაზე გადავიდნენ. კალაძის ეს განცხადება იყო უპასუხისმგებლობა. ის კრახი, რაც დღეს ევროპარლამენტში განიცადეს, არის ზუსტად ამ ლაზღანდარაობის შედეგი.
[რეზოლუცია] კარგი სილის შემოლაწუნებაა „ქართული ოცნებისთვის“. ბოლოს იქამდე მივა საქმე, რომ სანქციებს დაუწესებენ პირადად მას [ბიძინა ივანიშვილს] და „ოცნების“ ლიდერებსაც. მე რომ კაცმა მკითხოს, ხვალ რომ კალაძეს სანქციები დაუწესონ, მშვენიერი პასუხი იქნება მისთვის. თმის შესაჭრელად რომ დადის მილანში და დგას აქ და ჩვენ გვეუბნება რომ აი, დარდი თუ სტატუს არ მოგვცემენო. თმის შესაჭრელად მილანში დადის, თვეში ერთხელ საშოპინგოდ დადის ევროპაში და ეს კაცი დგას და გვეუბნება, არა სარატოვი ჯობია მილანსო. იაროს მერე თვითონ, სარატოვში შეიჭრას თმა და ტაგანროგში. ქალაქს მიხედოს საერთოდ, რეებით არის დაკავებული - დადგება და აფრქვევს სიბრძნეებს,“ - განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საქართველოს ევროპულ არჩევანზე ლაპარაკისას ცეცხლს ეთამაშებიან და „შემდეგ ღლიცინით ლაპარაკი ძალიან ძვირი უჯდებათ“.
0
0