05/06/2023
12:19
სამართალი
ბათუმში, რესტორან „რეტროში“ მომხდარი ფაქტის გამო, შრომის ინსპექციის თანამშრომლები მივიდნენ.
მათ მედიასთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, ბათუმში, რესტორან “რეტროში” თანამშრომლის ცემის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
უწყებამ გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყო.
რესტორან “რეტროს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეო-ჩანაწერი გაავრცელა, სადაც რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და რესტორნიდან აგდებს.
თანამშრომლის ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა.
მომხდარის გამო, აღნიშნული ობიექტის ხელმძღვანელი დაკავებულია.
0
0