
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა ღაზაში „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებით.
„რეპორტიორები, რომლებიც კონფლიქტს აშუქებენ, დაცულნი არიან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით, ჟურნალისტებმა უნდა შეძლონ, დამოუკიდებლად იმუშაონ შიშის გარეშე. ისრაელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებმა უსაფრთხოდ შეასრულონ თავიანთი სამუშაო“, – აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, ბრიტანეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ისინი ფოკუსირებული არიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, მძევლების გათავისუფლებისა და ჰუმანიტარული დახმარების გაძლიერების საკითხებზე.
ცნობისთვის, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტი დაიღუპა. „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაღუპულია ცნობილი ჟურნალისტი ანას ალ-შარიფი და მისი ოთხი კოლეგა ოპერატორი.
როგორც ისრაელში განმარტეს, მათ ჰქონდათ მტკიცებულება, რომ ჟურნალისტი მონაწილეობდა ისრაელზე სარაკეტო იერიშების განხორციელებაში.
0
0
რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
11/08/2025