24/04/2024
17:17
მსოფლიო
თურქეთის ლიდერმა სომხურ თემს და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის კონსტანტინოპოლის ეპარქიის პატრიარქ საჰაკ მაშალიანს წერილი გაუგზავნა.
„ჩვენი სომეხი მოქალაქეების უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ბედნიერება, რომლებმაც ანატოლიის მიწები თავიანთი კულტურით და ადამიანური რესურსებით გაამდიდრეს, დღეს გარანტირებულია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სომხური წარმოშობის რომელიმე მოქალაქე იყოს მარგინალიზებული, გარიყული [საზოგადოებიდან] ან თავი მეორეხარისხოვანად იგრძნოს თავის სამშობლოში. მნიშვნელოვანია ისტორიული მოვლენების შეფასება გონების, სინდისისა და [ისტორიული] მეცნიერების პერსპექტივიდან, რადიკალური დისკურსების, მარგინალიზაციისა და სიძულვილის ენისადმი დამორჩილების გარეშე“, - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთი და სომხეთი ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებენ საზღვრის გახსნის შესაძლებლობაზე.
24 აპრილს პატივს მიაგებენ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი ხოცვისა და გადასახლების შედეგად დაღუპულ მილიონზე მეტი ადამიანის ხსოვნას.
0
0
მასწავლებელ ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ
05/05/2024