
სამიტზე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ არაწევრი მოკავშირეების სრული ჩართვა ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიის ინიციატივებში მთელი ევროპის ინტერესებში იქნებოდა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ინიციატივები ნატო-ს ინიციატივებს უნდა ავსებდეს.
„საბოლოო ჯამში, ევროპაში თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა მთელი ევროატლანტიკური რეგიონის ინტერესებში შედის. ჩვენი სურვილია, რომ ეს ყოვლისმომცველი მიდგომა მთელ კონტინენტზე გაბატონდეს“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ერდოღანის განცხადებით, თითქმის ყველა მოვლენა, რომელიც ამჟამად საერთაშორისო დღის წესრიგში დომინირებს, თურქეთის უშუალო სიახლოვეს ხდება და ხელისუფლება ცდილობს, თურქეთი ამ ყველა კრიზისისგან, ცხელი კონფლიქტებისა და დაძაბულობისგან შორს იყოს.
0
0