
სახიფათო რეგიონული კონფლიქტის დაწყებისას თუ სხვა საშიშროებებისას, მოლოდინი იყო, რომ დასავლელი პარტნიორები გვერდით დაგვიდგებიან, დაგვიცავენ, ამის ნაცვლად, ზოგიერთებმა პირიქით, რუსეთთან კონფლიქტისკენ მოგვიწოდეს და შიდა არეულობას შეუწყვეს ხელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, სტრატეგიული მოკავშირეობას არ უნდა იყოს ერთმანეთის გამოყენება, არამედ ორმხრივ პატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას უნდა ემყარებოდეს.
სახიფათო რეგიონული კონფლიქტის დაწყებისას თუ სხვა საშიშროებებისას, საქართველოს მოლოდინი იყო, რომ დასავლელი სტრატეგიული პარტნიორები გვერდით დაგვიდგებიან და დაგვიცავენ. ამის ნაცვლად, ზოგიერთებმა პირიქით, რუსეთთან კონფლიქტისკენ მოგვიწოდეს და ჩვენს ქვეყანაში შიდა არეულობას შეუწყვეს ხელი. ომის დაწყებამდე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით, დასავლეთი „სტრატეგიული მოთმინებისკენ“ მოგვიწოდებდა, საკუთარ ნაჭუჭში დატევას გვთხოვდა და რუსეთის მორიდებისკენ გვიბიძგებდა. ხოლო როდესაც საფრთხე რეალური გახდა, მეტი სიფრთხილის ნაცვლად, პირიქით, დაუფიქრებელი ესკალაციისკენ მოგვიწოდეს. ჩვენ ვაფასებთ სტრატეგიულ მოკავშირეობას, მაგრამ ისიც ვიცით, რომ მოკავშირეობა არ უნდა იყოს ერთმანეთის უბრალოდ გამოყენება, არამედ ორმხრივ პატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას უნდა ემყარებოდეს. საბედნიეროდ, წინდახედულება დროულად გამოვიჩინეთ. დღეს კი, სამი წლის თავზე, ეს გაკვეთილი უკვე ყველასთვის ნათელი და ცხადია, „ფსევდოლიბერალური ინტერნაციონალის“ სასოწარკვეთილი მიმდევრების გარდა, რომლებიც ვერც საკუთარ მაგალითზე სწავლობენ რამეს და ვერც სხვისაზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
0
0