15/08/2023
09:18
მსოფლიო
რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი ეკატერინბურგი-ანტალიის და ანტალია-ეკატერინბურგის მიმართულებით ფრენების შეფერხებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
მათი განმარტებით, ტექნიკური მიზეზების გამო, ავიაკომპანიის Boeing 777-ის ტიპის სამი თვითმფრინავიდან ორი მწყობრიდან ერთდროულად გამოვიდა.
ამასთან, Red Wings-მა ავიაკომპანია Икар-ს კომერციულ საფუძველზე მგზავრების მათივე თვითმფრინავებით გადაყვანის თხოვნით მიმართა.
Икар-ის თვითმფრინავმა მოსკოვის შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტიდან ეკატერინბურგის კოლცოვოს საერთაშორისო აეროპორტისკენ ფრენა უკვე შეასრულა. ამასთან, Икар-ის თვითმფრინავი ეკატერინბურგი-ანტალია და ანტალია-ეკატერინბურგის მიმართულებით მგზავრების გადაყვანას დაიწყებს.
სააგენტო Interfax-ი Red Wings-ზე დაყრდნობით განმარტავს, რომ თითოეულ მარშრუტზე მგზავრების რაოდენობა 410-ს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების ბილეთების გაყიდვა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო.
რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა ფრენების უფლება საქართველოს მხრიდან მაისში მიიღო, რეისების: მოსკოვი-ქუთაისისა და სოჭი-თბილისის მიმართულებით.
0
0