
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში, ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ნატოს ალიანსმა უკრაინა-რუსეთის ომზე უზარმაზარი რაოდენობის თანხა დახარჯა.
ტრამპის თქმით, მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, ნატომ აიძულა ალიანსის ქვეყნები, რომ ორგანიზაციის ბიუჯეტში თავიანთი ფინანსური წილი გაეზარდათ და ახლა ამ თანხის უმეტესი ნაწილი უკრაინაში მიმდინარე ომის დაფინანსებაზე დაიხარჯა.
"ბიუჯეტში მილიარდობით დოლარი ირიცხებოდა და ნატო ბევრად გაძლიერდა. ახლა კი ნატომ ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ საშინელი ომის წარმოებაზე დახარჯა", - განაცხადა ტრამპმა.
ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა კითხვაზე, ხედავს თუ არა შეერთებული შტატები თავის მომავალს ალიანსის ნაწილად, ტრამპმა უპასუხა, რომ ნატო ამერიკას "სამართლიანად" უნდა მოექცეს და "გადაიხადოს გადასახადები".
,,მე ნატოს შეერთებული შტატების პოზიცია ავუხსენი, რომ ჩვენ არ გვინდა დავეხმაროთ იმ ქვეყნებს, რომელთა წვლილითაც ვაშინგტონი არ არის კმაყოფილი,’’ - თქვა ტრამპმა.
0
0