
„ფარას“ და „გრანტების შესახებ“ კანონს ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს-მხარს უჭერენ ის ორგანიზაციები, ვისაც სურს იმუშაოს კეთილსინდისიერად და გამჭვირვალედ. ვინც არ უჭერს მხარს გამჭვირვალობას, ვფიქრობ, ისინი ეწევიან შეფარულ საქმიანობას, ეს არ არის კარგი,- ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც კუპრაშვილმა აღნიშნა, ცრუა ინფორმაცია, თითქოს ეს კანონები უზღუდავს რომელიმე ორგანიზაციას საქმიანობას.
„ანტიკორუფციული ბიურო აგრძელებს სამუშაო შეხვედრებს იმ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, ვისაც ეხება ის საკანონმდებლო სიახლე, რომელიც უკავშირდება „გრანტების შესახებ“ კანონს. დღეს და ხვალ გვექნება 400 არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრა. სამუშაო ფორმატში განვიხილავთ იმ მონიტორინგის რეგულაციებს, რაც კანონს აქვს განსაზღვრული.
ამ კანონპროექტებს, როგორიც არის „ფარას“ კანონი და „გრანტების შესახებ“ კანონი, ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს. მას მხარს უჭერენ ის ორგანიზაციები, ვისაც სურს იმუშაოს კეთილსინდისიერად და გამჭვირვალედ. ვინც არ უჭერს მხარს გამჭვირვალობას, ვფიქრობ, ისინი ეწევიან შეფარულ საქმიანობას, ეს არ არის კარგი. ეს არ არის დემოკრატიული და ევროპული სტანდარტი, რასაც ისინი ამ დღეების განმავლობაში გვახვევენ თავს. ასევე, ცრუა ინფორმაცია, თითქოს ეს კანონები უზღუდავს რომელიმე ორგანიზაციას საქმიანობას. ეს კანონი აწესებს რეგულაციებს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით“,-აღნიშნა კუპრაშვილმა.
0
0