02/03/2023
15:48
მსოფლიო
მოსკოვი "იძულებული იყო" აშშ-სთან ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულებაში თავისი მონაწილეობა შეეჩერებინა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინისადმი აშშ-ის ფართო სამხედრო მხარდაჭერა გახდა,“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.
როგორც დღეს სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რუსეთის ეს ნაბიჯი განპირობებულია იმით, რომ ვაშინგტონმა NEW START-ის ხელშეკრულება გამოიყენა, რათა კიევს რუსულ სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმაში დახმარებოდა.
როგორც ცნობილია, NEW START-ის ხელშეკრულება ზღუდავს ორი მხარის სტრატეგიულ ბირთვულ არსენალს. რიაბკოვმა ჟენევაში განიარაღების შესახებ კონფერენციაზე მყოფ დელეგატებს განუცხადა, რომ აშშ-სა და სხვა დასავლურ ქვეყნებს უკრაინაში რუსეთის სტრატეგიულად დამარცხება სურთ.
”სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა დაიწყო მცდელობა, შეაფასოს რუსეთის სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოება, რომელიც განსაზღვრულია NEW START-ის ხელშეკრულებით, და დაეხმაროს კიევის რეჟიმს რუსეთის წინააღმდეგ შეიარაღებული თავდასხმების განხორციელებაში. აღნიშნულმა გარემოებებმა მოსკოვი "იძულებული გახადა", რომ NEW START-ის ხელშეკრულებაში თავისი მონაწილეობა შეეჩერებინა,“- თქვა რიაბკოვმა.
0
0