08/12/2022
08:16
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სერბეთში, ქალაქ ბელგრადში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით მე-60 გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობს.
ქართულ მხარეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო და საქართველოს პარლამენტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი წარმოადგენენ.
სხდომის განხილვის მთავარი თემა იყო - „პარლამენტების როლი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის საკითხში".
პლენარული სესიის ფარგლებში თითოეულმა ეროვნულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში, რომელიც ასამბლეაში რუსეთის დელეგატებისათვის მანდატების დამტკიცების საკითხს ეხებოდა.
დავით სერგეენკომ და რამაზ ნიკოლაიშვილმა მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ კენჭისყრაში და რუსეთის ფედერაციის ეროვნული დელეგაციის წევრებისათვის მანდატების დამტკიცების საკითხს მხარი არ დაუჭირეს.
ასამბლეის წევრების უმრავლესობამ ასევე მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ საკითხს და რუსეთის ფედერაციის ეროვნულმა დელეგაციამ სხდომა დატოვა. მანდატების დასამტკიცებლად კი ასამბლეის 13 წევრიდან მინიმუმ 7 ქვეყნის მხარდაჭერა იყო საჭირო.
0
0
ფოთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
20/10/2024