
"ტავ ჯორჯიას" ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ფხალაძე კომპანიის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ გაურკვეველია რატომ დასჭირდათ მათ პასუხის გაცემა, როცა მათ არავინ ადანაშაულებს ფრენების აღდგენაში.
ფხალაძე ამბობს, რომ მის სტატუსში ფაქტობრივი უზუსტობა არ ყოფილა.
"ტავ ურბანს, სადაც ვმუშაობდი განცხადება გაუვრცელებია თითქოს ჩემს განცხადებაში ფაქტობრივი უზუსტობებია. პირველ რიგში გასაკვირია კერძო კომპანიას რატომ დასჭირდა პასუხის გაცემა, როცა მას არავინ ადანაშაულებს ფრენების აღდგენაში? მეც არ მიხსენებია არც ერთ ჩემს საჯარო გამოსვლაში მათი სახელი. იმიტომ ხომ არა, რომ კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სუს-თან და მიიღეს მითითება ეპასუხათ? რომელი ფაქტობრივი უზუსტობა არის ჩემს სტატუსში?
განცხადება წამოსვლის შესახებ დაწერილია? დაწერილია! დაწერილია 10 მაისს. პირდაპირი რეისის მგზავრებს მოვემსახურები? არ მოვემსახურები! კომპანია ვერსად ვერ მოიძიებს ინფორმაციას სადავ ვიძახი რომ მე ხომალდებს ვემსახურები. ვმუშაობდი ავტოსადგომის მოლარედ რომლითაც სარგებლობს ჩამოსული მგზავრიც და დამხვედრიც. კიდევ ვსვამ კითხვას, რატომ დასჭირდა კომპანიას პასუხის გაცემა იმაზე რაზეც არავინ ადანაშაულებდა?" - წერს ფხალაძე.
0
0