11/07/2023
15:47
საზოგადოება
ხეები იწყებენ რხევას, ცა ბნელდება და უცებ, ჭექა-ქუხილის შორეული ხმა გესმის. ეს არის სიგნალი, რომ პოტენციური საფრთხე გზაზეა. სინამდვილეში, ის ალბათ თქვენგან 10 მილის მანძილზეა. ნუ უგულებელყოფთ ამ ხმას, რადგან სადაც არის ჭექა-ქუხილი, არის ელვა და ელვას შეუძლია, მოკლას ან დაასახიჩროს ისე, როგორც თქვენ ყველაზე ნაკლებად მოელით. ეს მოიცავს შხაპის მიღების, აბაზანის მიღების ან ჭურჭლის რეცხვის დროსაც კი.
იმის გამო, რომ ელვას შეუძლია, სანტექნიკის მეშვეობით გადაადგილება, "უმჯობესია, ჭექა-ქუხილის დროს, მოერიდოთ წყალთან ურთიერთობას. არ მიიღოთ შხაპი, აბაზანა, არ გარეცხოთ ჭურჭელი და არ დაიბანოთ ხელები", - ნათქვამია აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში.
"სანტექნიკაში ელვის გავლის რისკი შეიძლება ნაკლები იყოს პლასტმასის მილებით, ვიდრე ლითონის მილებით", - დასძინა CDC-მ. "თუმცა, ჭექა-ქუხილის დროს, უმჯობესია, თავიდან აიცილოთ რაიმე კონტაქტი სანტექნიკასთან და გამდინარე წყალთან, რათა შემცირდეს ზემოქმედების რისკი".
ეს არ არის ერთადერთი საფრთხე. ასევე, მოერიდეთ შესასვლელებს და აივნებს, ფანჯრებსა და კარებს და "არ დაწვეთ ბეტონის იატაკზე და არ მიეყრდნოთ ბეტონის კედლებს", - აცხადებენ სააგენტოში.
გარდა ამისა, "არ გამოიყენოთ რაიმე, რაც დაკავშირებულია დენთან, როგორიცაა კომპიუტერი ან სხვა ელექტრონული მოწყობილობა", - ნათქვამია CDC-ის განცხადებაში.
"მოერიდეთ საკაბელო ტელეფონებს. ფიჭური და უსადენო ტელეფონები უსაფრთხოა, თუ ისინი დენში არაა შეერთებული".
0
0
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
24/12/2024