
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევ არ აახლებს ოფიციალურ ვებგვერდზე მონაცემებს, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი წერია.
ამ თემაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს ირაკლი შატაკიშვილმა სადეპუტატო შეკითხვით მიმართა. მინისტრმა დეპუტატს უპასუხა, რომ გაგზავნილია ნოტა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყებასთან კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს საელჩოსაც, თუმცა საქართველოს შესახებ მონაცემები ვებგვერდზე ისევ არ იცვლება, მაშინ, როდესაც განახლება მარტში შეეხო რუსეთს და სირიას.
რატომ არ რეაგირებს გერმანიის საგარეო უწყება ქართული მხარის ნოტაზე - მმართველი გუნდი ბერლინის მხრიდან მტრულ დამოკიდებულებაზე საუბრობს.
ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით მსგავსი ქმედება ქართული სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულობაა და არის პასუხი გლობალური ძალების ამოცანების შესასრულებლად.


0
0