30/09/2024
23:40
პოლიტიკა
პოლიტიკურ ლიდერს, თუ ის გრძნობს, რომ ლიდერია, სულ არ სჭირდება სია - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ წამყვანის, ვახო ხუზმიაშვილის კითხვის (რატომ არ აღმოჩნდა თაკო ჩარკვიანი ,,ნაციონალური მოძრაობის" სიაში?) პასუხად განაცხადა.
„ვიღაცამ შეიძლება დაიჯეროს, ვიღაცამ არ დაიჯეროს, მე ხომ ამას ამისთვის არ ვაკეთებ, 2018 წელსაც, რომ შევდიოდი ამ ბრძოლაში, შენ კარგად გახსოვს რა ამბავი იყო, შოკი იყო. მე არ მინდა, ვიღაცამ საქებრად იფიქროს, რომ იდეალისტი ვარ. იდეალისტი არ ვარ. მგონია, რომ ჩვეულებრივი, წესიერი მოქალაქე ვარ, რომელიც თავის ქვეყნისთვის და იდეალებისთვის იბრძვის. თამარ ჩარკვიანი, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მე სიის გამო და კვოტის გამო ავმჩატებულიყავი, გამორიცხულია. რომ ვნახე ცოტა ვნებათაღელვაა დაწყებული, არაფერი განსაკუთრებული, ზუსტად ისეთი, როგორც სხვა პარტიებში. არაფერი განსხვავებული, ყველგან ხდება… მე ახლაც მოვიაზრებ ჩემს თავს იმ ბრძოლაში და არცერთი წამით უკან. მე ვთქვი, სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, აი სიტყვა ღალატი კი არა, ერთი ნაბიჯი უკან გადადგმული არ არ არსებობს… ამასაც ნუ ჩამითვლით ამბიციაში - უბრალოდ, პოლიტიკურ ლიდერს თუ ის გრძნობს, რომ ლიდერია, სულ არ სჭირდება სია“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
0
0