როგორც ტელეკომპანიის დირექტორის მოადგილემ, მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ კითხვა არ გასჩენიათ, რატომ ხდება დირექტორი პოლიტიკიდან მოსული ადამიანი.
„ლევან ჯორბენაძე სანამ პარტიაში წავიდოდა, მანამდე იყო ჟურნალისტი წლების განმავლობაში. მას პოლიტიკის გარდა სხვა გამოცდილებაც აქვს“, - ამბობს უდუმაშვილი.
კითხვაზე, ჯორბენაძის ტელევიზიაში გადასვლა, ხომ არ ნიშნავს „ლელოს“ პოზიციების გაძლიერებას.
„ლევან ჯორბენაძის მოსვლა არ ნიშნავს რომელიმე პოლიტიკური პარტიის გავლენების შემოსვლას ტელევიზიაში... ჩვენს ტელევიზიაში ძალიან ბევრია წარმოდგენილი დიდი დოზით, იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ აქტიურობს“, - ამბობს ზაალ უდუმაშვილი, რომელიც წლების „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა, შემდეგ კი ჟურნალისტიკაში, „TV პირველის“ წამყვანად დაბრუნდა.
