
USAID-ის და NED-ის მხილება გრძელდება. ეს ყველაზე არაგამჭვირვალე თანხებია, რომელიც საქართველოში დახარჯულა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, მილიარდი დოლარი სინამდვილეში ხმარდებოდა დემოკრატიისა და სახელმწიფოს ძირის გამომთხრელ საქმიანობას.
„კარგია, რომ უკვე სიმართლე ასეთ მაღალ პლატფორმებზე ისმის. ვინმეს თუ კიდევ რაიმეში ეჭვი ეპარებოდა, უკვე ბოლომდე ხდება ინფორმირებული. სწორედ ეს ძალები დაამარცხა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა საქართველოში, როდესაც ინფორმირებული მოქალაქე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მილიარდი დოლარით დაფინანსებული აგენტურული ჯგუფები“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, ილონ მასკმა გააზიარა სტატია, სადაც საქართველო „ფერადი რევოლუციების“ მაგალითადაა დასახელებული და აღნიშნულია, რომ 2008-2025 წლებში USAID-ის გამოყოფილი მილიარდზე მეტი დოლარიდან 26 მილიონი პოლიტიკური პროცესების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი.
0
0