
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ „ბრეგაძეს სააკაშვილის მოწამვლის ფაქტში ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული.
„ვთხოვ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მიმართოს პარლამენტს და შეუჩეროს უფლებამოსილება იუსტიციის მინისტრს, პენიტენციური სამსახურის უფროსს, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომლებს, ვინაიდან არ არის გამორიცხული, მათ მონაწილეობა ჰქონდეთ მიღებული სააკაშვილის მოწამვლის ფაქტში“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
0
0
5 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
01/05/2026
4 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
01/05/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 მაისიდან
01/05/2026
მეუფე შიო მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა
01/05/2026