21/06/2023
22:06
პოლიტიკა
მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდადაა, ძალიან მძიმედაა, ჩათვალა, რომ ჩუმად ვერ იქნება და მხოლოდ მისი სიცოცხლე არაა მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
შაშკინი გადაცემაში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, როდესაც სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემთ ამის საშუალებას, ისინი მას პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.
დიმიტრი შაშკინის მტკიცებით, რატი ბრეგაძე სადიზმის გამო პასუხს აგებს.
„რატი ბრეგაძე თავისი სადიზმის გამო პასუხს აგებს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის წინაშე აგებს პასუხს იურიდიულად, ამ სადიზმის გამო. რასაც ის ახლა აკეთებს, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, რომელიც საერთაშორისო დევნას ექვემდებარება, რომელიც არის საერთაშორისო დანაშაული. ივანიშვილი კარგად იქნება, საზღვარგარეთ იქნება, ამ ხალხს მოუწევს პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
0
0
მზიანი და უნალექო დღე - ამინდის პროგნოზი
18/11/2024