28/02/2022
23:06
პოლიტიკა
მისი თქმით, საქართველომ მოიგო ე.წ. ომის საქმე რომლის თანახმადაც პირველად გაჩნდა საერთაშორისო დოკუმენტებში ჩანაწერი იმის შესახებ, რომ რუსეთი ოკუპანტია.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა, ყველა უკრაინის მხარდაჭერაზე ყოფილიყო ორიენტირებული, ოპოზიციამ მოახერხა და შიდა პოლიტიკურ დისიკუსში გადმოიტანეს. ასევე გვესმის ბრალდებები, თითქოს ხელისუფლების პრორუსულობაზე. ერთხელ და სამუდამოდ რომ აღმოიფხვრას ეს ცრუ ბრალდებები, მოგახსენებთ. სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციაში გაჩნდა მუხლი 78. სწორედ ამ კონსტიტუციურმა ჩანაწერმა გასცა დავალება ყველა კონსტიტუციურ ორგანოზე, რომ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ღონისძიება იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში. აქ გამოხატა და დაადასტურა საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ნება. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში მოიგო საქართველომ საქმე უკანონოდ დეპორტირებულებზე და დღეს რუსეთის ფედერაციას დაეკისრა ვალდებულება, რომ გადაიხადოს 10 მილიონი ევრო უკანონოდ დეპორტირებული ქართველების სასარგებლოდ. ასევე, საქართველომ მოიგო ე.წ. ომის საქმე რომლის თანახმადაც პირველად გაჩნდა საერთაშორისო დოკუმენტებში ჩანაწერი იმის შესახებ, რომ რუსეთი ოკუპანტია. დღეს ასევე მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაციის საქმე სტრასბურგის სასამართლოში, რასაც ჩვენ ბუნებრივია, ბოლომდე მივყვებით. ასევე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში შესაძლებელი გახდა, რომ უვიზო მიმოსვლა მიღწეულიყო ევროპის კავშირთან და დღეს საქართველო ევროპის კავშირთან არის ისე ახლოს, როგორც არასდროს. ჩვენ პროევროპულობასა და პროევროპულ კურსს საქმით ვამტკიცებთ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
0
0