16/05/2023
20:30
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი ამბობს, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი დიდწილად სიმართლეს საუბრობს.
"ყველაზე საშინელება ისაა, რომ რასაც პრიგოჟინი ლაპარაკობს, დიდწილად სიმართლეა. არის რაღაცები, რაზეც ვერ იტყვი რომ ტყუილია, მათი ორაზროვნად მიღება შეიძლება, მაგრამ, რასაც ლაპარაკობს, 80% სრული სიმართლეა". – თქვა ბუდანოვმა.
ბუდანოვმა აღნიშნა, რომ პრიგოჟინი გულწრფრელად აკრიტიკებს რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს.
ბუდანოვი თვლის, რომ პრიგოჟინის ვაგნერმა საკუთარი "მაქსიმალური ეფექტიანობა" აჩვენა, რუსეთის არმიისგან განსხვავებით, რომელიც შურის გამო დანაყოფის "ფიზიკურ განადგურებას" ცდილობს. უკრაინის დაზვერვის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ვაგნერელები კადიროველებზე უფრო ეფექტიანადაც იბრძვიან.
აქამდე, გასულ დღეს The Washington Post-ზე გავრცელდა ცნობა გაჟონილი ფაილებიდან, რომ ევგენი პრიგოჟინი, უკრაინის დაზვერვის შუამავლობით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სთავაზობდა რუსი ჯარისკაცების პოზიციების გადაცემას, თუ სანაცვლოდ კიევი ბახმუტიდან ჯარს გაიყვანდა. პრიგოჟინმა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით თქვა, რომ WP-ს სტატიის დაწერა მისმა რუსმა მოწინააღმდეგეებმა შეუკვეთეს.
0
0