18/11/2022
22:01
პოლიტიკა
პოლარიზაციის შემცირება და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა - ჯეოქეისისა“ და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანამშრომლობით, “ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის" ფარგლებში შექმნილი დეკლარაციის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ჯეოქეისი“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ეროვნული თანხმობის პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას და შექმნას საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა, თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში ხოლო შემდეგ ეტაპზე ფართო საზოგადოებაში.
„ეროვნული თანხმობის დეკლარაციის შექმნის პროცესში ჩართულები იყვნენ აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წევრები, რომლებმაც კონსენსუსის პრინციპით განსაზღვრას ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი საერთო პოსტულატები, რომლებიც დეკლარაციის ტექსტში აისახა.
ეროვნული თანხმობის დეკლარაციის პრეზენტაციას დაესწრო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოება.
„ეროვნული თანხმობის დეკლარაცია“ ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა და „ჯეოქეისის“ ოფიციალურ გვერდებზე. დოკუმენტზე საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლება ხელის მოწერა.
0
0