
რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება ჩემთვის პირადად გაუგებარი და აუხსნელია. მე ამ თემაზე ღიად ვაფიქსირებ ჩემს აზრს. ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ოთარ ფარცხალაძე 10 წელზე მეტი აღარ არის საჯარო მოხელე. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა დატოვა საჯარო სამსახური. მინდა გაკვირვება გამოვხატო, ზოგადად, რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება ჩემთვის პირადად გაუგებარი და აუხსნელია. მე ამ თემაზე ღიად ვაფიქსირებ ჩემს აზრს. ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. ყველა ეს ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, ჩემს თვალში არის მოღალატე. მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იქნება. ჩემთვის და სახელმწიფო სამსახურებისთვის არ არის ცნობილი არც ერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა. ფარცხალაძე არის ბიზნესმენი, არ ვიცი რატომ დაასანქცირეს. ჩემთვის სასაცილოა მართლა ნამდვილი ჯაშუშების კომენტარების მოსმენა. ქვეყნის გამყიდველების და მოღალატეების კომენტარების მოსმენა. მე ფარცხალაძის ადვოკატი არ ვარ, არც სჭირდება მას ჩემი ადვოკატობა, მაგრამ როგორც მოქალაქეზე, გუნდის ყოფილ წევრზე და ყოფილ პროკურორზე მაინტერესებს მიზეზი. აუცილებელია, რომ ჩვენ ბრმად არ მივიღოთ ჩვენი პარტნიორის გადაწყვეტილება, რომელსაც დიდ პატივს ვცემთ. მაგრამ, ჩვენ გვაქვს ეს დისკუსია და კომუნიკაცია. მთავარი ჩემი წუხილი, რაც მინდა გამოვხატო არის ის, რომ არასდროს მოუმართავს ფარცხალაძის შესახებ აშშ-ის არცერთ სამსახურს. ჩვენ ვიცოდით, რომ მას რუსეთში ჰქონდა საქმიანობა, მაგრამ ფარცხალაძე, რომ ოლიგარქი არ არის და გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე მგონი დასამალი არაა. რანაირი ოლიგარქია ფარცხალაძე?! კაცი 10 წელზე მეტია წასულია პოლიტიკიდან, აკეთებს ბიზნესს. მისი არჩევანია რატომ აიღო პასპორტი, ეს ყველა ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია. იმ პოლიტიკური ჯგუფების განცხადებები, რომლის ლიდერებიც დღემდე არიან რუსეთის მოქალაქეები, მაგალითად, კობა ნაყოფია, პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სააკაშვილის მარჯვენა ხელი არის რუსეთის მოქალაქე. გრიგოლ ვაშაძე, რომელიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ომის შემდეგაც არ დაუტოვებია რუსეთის მოქალაქეობა. თქვენ რა გაქვთ სალაპარაკო?“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.
0
0