17/07/2023
12:34
მსოფლიო
რამზან კადიროვი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოჯანმრთელდა და ამ თემის შესახებ დიდი ხანია ჭორები ვრცელდებოდა, სავარაუდოდ, კლინიკურ სიკვდილს გადაურჩა.
ჟურნალისტი ალექსანდრე ნევზოროვი საკუთარ ინფორმატორზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელს რამზან კადიროვს კლინიკური სიკვდილი თირკმლების პრობლემების გამო განუვითარდა.
ჟურნალისტის თქმით, მისი წყაროს მონაცემები 30%-ით სანდოა, თუმცა აღნიშნული ინფორმატორი აქამდე არასოდეს შემცდარა.
კადიროვი, კლინიკური გარდაცვალების შემდეგ, სავარაუდოდ, რესპუბლიკის გარეთ ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ არა მოსკოვში.
„იმავე წყარომ თქვა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს არასწორი გადაწყვეტილების მიღების გამო შესაძლოა ძალადობრივი ასფიქსია (დახრჩობა – რედ.) დაემუქროს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არც დადასტურებულა და არც უარყოფილა.
მანამდე კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის მთავარ „ტიკტოკერ“ კადიროვს, რომელსაც თირკმლის უკმარისობა აქვს, დიალიზის პროცედურა არ შველის და ის სიკვდილის პირასაა. სოციალურ ქსელებში მისი ვაჟი მამის გადასარჩენად ლოცულობდა. გარდა ამისა, ჩეჩენი ლიდერი საჯარო სივრციდან გაუჩინარდა, რაც მისთვის სრულიად არადამახასიათებელია.
0
0