რამდენჯერ მითქვამს, ნეტა ეს კაცი თვალით მანახა ვინ არის. რა საოცარი ადამიანია, ასე, რომ მადლიერების მეტი არაფერი არ მეთქმის - ამის შესახებ, “კანონი და სამართლის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა, რადიო “სივრცის” ეთერში, გადაცემა, “სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან” განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილი სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა და ქველმოქმედებას ეწეოდა, მისი პერსონით აღფრთოვანებული იყო.
“ივანიშვილი ეხმარებოდა ჯანსუღს, მწერალთა კავშირში ის ეხმარებოდა ყველას და მათ შორის ჯანსუღს. დიახ ეს დახმარება იყო დანიშნული და მადლიერების მეტი არაფერი არ მითქვამს. მაგრამ ივანიშვილს არ ქონდა გაცხადებული პოლიტიკაში მოსვლა, როდესაც ის დიდ ქველმოქმედებას ეწეოდა. განსხვავებით ხაზარაძისგან, რომელმაც ჯერ პოლიტიკაში მოსვლა გააცხადა და შემდეგ თქვა, ჩემი ოჯახი საქველმოქმედო ფონდს გააკეთებსო. მაშინ ივანიშვილს, როცა მართლა ქველმოქმედებდა, მსგავსი არაფერი გაცხადებული არ ქონდა. ჩვენ არავინ შეგვთანხმებია, რომ მე შენ გადაგიხდი, მწერალტა კავშირის წევრებს და თქვენ გაცვალეთ ამაში საქართველოს დამოუკიდებლობა, და რუსეთისკენ ნაბიჯი. ჩვენ კი არა ნაციონალები უყურებდნენ (აღფრთოვანებით) როცა ის პატრულის დაფინანსებას ახდენდა. რამდენჯერ მითქვამს, ნეტა ეს კაცი თვალით მანახა ვინ არის. რა საოცარი ადამიანია, ასე რომ მადლიერების მეტი არაფერი არ მითქვამს”,- განაცხადა ჩარკვიანმა.
0
0