
“საფლავების აღმოჩენიდან მეორე დღესვე დავიწყეთ ადგილმდებარეობის შესწავლა და დაახლოებით 12 სამარხის ნაშთი გამოჩნდა. სამარხები უფრო სარკოფაგის ტიპისაა, აგურით ნაშენი, თაღოვანი, ოთხკუთხა, რაც მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის იყო დამახასიათებელი. ადგილი, სადაც სამარხები აღმოჩნდა, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზეა. თავის დროზე აქ სასაფლაო იყო”, ამის შესახებ “კვირის პალიტრასთან”, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, პროფესორი, არქეოლოგი მერაბ ძნელაძე საუბრობს.
მისი თქმით, საფლავების უმეტესობა საბჭოთა წლებში წყლისა და საკანალიზაციო სისტემების გაყვანისას დაზიანებულა, თუმცა, როგორც ჩანს, რამდენიმე საფლავი ხელუხლებელი გადარჩა, მათ შორის ერთი ქალს ეკუთვნის, არის ბავშვის საფლავიც...
"სავარაუდოდ, საშუალო ფენის საფლავები უნდა იყოს. მაშინ, ვისაც საშუალება ჰქონდა, ამ ტიპის საფლავებს აგურით აგებდნენ. ნივთებს ქრისტიანული წესის მიხედვით არ აყოლებდნენ, ბუნებრივია, არც ამათ აქვთ. დიდუბის ეკლესია ძალიან საინტერესოა ჩვენი ისტორიისათვის. ამ ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი თამარ მეფემ და დავით სოსლანმა" - აცხადებს ძნელაძე “კვირის პალიტრასთან".
როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირაა, თბილისში, წრეთლის გამზირის გზის რეაბილიტაციის საუშაოები დაწიყო, რა დროსაც არქეოლოგებმა სამარხებს მიაკვლიეს.
0
0
წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
11/04/2026