
"დეკემბრის ბოლოს, გერმანულმა ყოველკვირეულმა გამოცემამ Der Spiegel გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავდა სანქციებს იმ სამი მოსამართლის მიმართ, რომლებმაც 2025 წლის მარტში მარინ ლე პენი გაასამართლეს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ინფორმაციას "ყალბი და მოძველებული" უწოდა, სასამართლო სისტემაში, მათ შორის უმაღლეს დონეზე, შეშფოთება კვლავ მაღალია", - წერს "20 minutes".
სტატიაში აღნიშნულია, რომ, 2025 წლის აგვისტოდან მოყოლებული, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) თერთმეტი მოსამართლე, მათ შორის ნიკოლას გილუ, აშშ-ის განსაკუთრებით მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცა.
"ეს არ არის მხოლოდ მოგზაურობის აკრძალვა", - აცხადებს ლუდოვიკ ფრიატი, მაგისტრატთა კავშირის (USM) პრეზიდენტი.
"მას აღარ შეუძლია არაფრის გამოყენება, რაც შეერთებულ შტატებთან არის დაკავშირებული. ეს არის დაბრუნება 1990-იან წლებში", - ამბობს ის.
USM-ის პრეზიდენტი აზუსტებს, რომ, მაგალითად, მოსამართლეს აღარ შეუძლია, ჰქონდეს ანგარიში ისეთ საიტებზე, როგორიცაა Amazon ან Airbnb, ასევე არ შეუძლია, ისარგებლოს ისეთი საბანკო სერვისებით, როგორიცაა Visa ან American Express-ი.
"ცოტა ხნის წინ მან დაჯავშნა სასტუმროს ნომერი საფრანგეთში Expedia-ს მეშვეობით და რამდენიმე წუთში ჯავშანი გაუქმდა, რადგან ის შავ სიაშია... საკმარისია მხოლოდ რამდენიმე მოსამართლის მიზანში ამოღება დაძაბულობისა და შფოთვის ატმოსფეროს შესაქმნელად... ამით, ისინი გვეუბნებიან: "ნახეთ, რა შეიძლება დაგემართოთ", - ამბობს USM-ის პრეზიდენტი.
0
0