
“რამდენიმე კოტეჯი წაღებულია, თუმცა რამდენად იყვნენ იქ მოქალაქეები, ვერ მოგახსენებთ”, ამის შესახებ ონის მერმა, სერგო ხიდეშელმა განაცხადა.
„სავარაუდოდ, მაღალ მთებში მოხდა მდინარის დაგუბება, რამაც მეწყრული პროცესი გამოიწვია. სტიქია არის მასშტაბური. პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია მოქალაქეების უსაფრთხოება და ამაზე ზრუნვა. უკვე ადგილზე იმყოფება ვერტმფრენი და დაწყებულია მოქალაქეების ევაკუაცია. ჩემი აზრით, მოვასწრებთ ამ პირობებში, დაბნელებამდე მოქალაქეების გამოყვანას უსაფრთხო ადგილზე. რამდენიმე კოტეჯი წაღებულია, თუმცა რამდენად იყვნენ იქ მოქალაქეები, ვერ მოგახსენებთ. ადგილზე მობილიზებულები არიან შესაბამისი სამსახურები, მათ შორის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, შსს-ს დანაყოფები. მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მოხდება მოქალაქეების დაბინავება, პირველ ეტაპზე, ქალაქ ონის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სასტუმროში“, – განაცხადა ხიდეშელმა.
არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 40 ადამიანი იმყოფება.
0
0