
კაცი, რომელსაც არასრულწლოვანების გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ, დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
მანამდე, არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარიმ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ 18 და 19 წლის გოგონები 60 წლის მამაკაცს გაუპატიურებაში, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, მუქარასა და პირადი ხასიათის ინტიმური შინაარსის შემცველი ფოტო-ვიდეომასალის უკანონო მოპოვებაში, შენახვასა და გავრცელებაში ადანაშაულებდნენ.
ამასთან, “საფარი" ავრცელებდა ინფორმაციას, რომ, სავარაუდოდ, იგივე პირი სხვა არასრულწლოვანების მიმართაც ჩადიოდა მძიმე დანაშაულს. Მათგან ორი არასამთავრობო ორგანიზაციას იდენტიფიცირებული ჰყვადა.
“საფარის” ცნობით, “კაცი უამრავ არასრულწლოვან გოგოს აიძულებდა სქესობრივ კავშირებს, აძალებდა ნარკოტიკებს, მუდმივად აშანტაჟებდა, ატერორებდა და აუპატიურებდა”.
“საფარის” ინფორმაციით, 29 სექტემბერამდე 60 წლის მამაკაცზე მხოლოდ შემაკავებელი ორდერი გამოიცა და მოძალადეზე დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა.
0
0