
"დღეს პირადად შევხვდი იმ ორ გოგოს და დაუჯერებელი ამბები მოვისმინე. კაცი, რომელიც უამრავ არასრულწლოვან გოგოს აიძულებს სქესობრივ კავშირებს, აძალებს ნარკოტიკებს, მუდმივად აშანტაჟებს, ატერორებს და აუპატიურებს, პოლიციამ ელსამაჯურით გაუშვა გარეთ, რომ კარგად შეძლოს მტკიცებულებების განადგურება" - ამის შესახებ უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ერთ-ერთ დაზარალებულს ვიდეომასალა და "სქრინებიც" კი აქვს.
"ასეთი უპასუხისმგებლო პოლიციელები იშვიათად შემხვედრია პრაქტიკაში: ერთ გაუპატიურებულ გოგოს უთხრეს, ბევრი საქმე გვაქვს და მერე გამოგკითხავთო და არ დაიწყეს გამოძიება, მაშინ, როცა ამ გოგოს აქვს სასწაული ვიდეომასალა და "სქრინები". უყვირეს გოგოებს, როცა ამათ პრეტენზია გამოხატეს. რა საქმე გქონდათ ამაზე მნიშვნელოვანი? მეტი კი არაფერია გენდერული დისკრიმინაცია?!
ერთ გაუპატიურებულს ეკითხებოდნენ საძაგლობებს: მაგალითად, მოდუნდა თუ არა გაუპატიურების დროს. რა შეკითხვაა ეს? 19 სექტემბერს იყვნენ პოლიციაში და რა რიცხვია დღეს? 26!
კიდევ არაა დაკავებული ის დამპალი ტრეფიკიორი მოძალადე, კიდევ გვახვეწნინებს შსს და პროკურატურა, რომ გამოძიება საქალაქოს გადასცენ, რომ სხვა, ნორმალურ და დატრენინგებულ ქალ გამომძიებელთან მოვხვდეთ როგორმე.
ამას არ შეგარჩენთ!" - წერს ბაია პატარაია.
0
0