
რამდენი NGO ცხრა დათქმაზე ილაპარაკებს და თავისთან რაღაც შეხვედრას გამართავს, იმდენი იქ თუ ვირბინეთ, დაგვრჩება ეს 9 დათქმა შეუსრულებელი, გვერდზე. სადაც ამაზე რეალური მუშაობა მიდის იქ მობრძანდნენ, იმუშაონ თუკი რამე უნდათ და იქ წარმოადგინონ წინადადებები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ნაცურ“ შეკრებებზე თუ არ ვივლით, ძალიან დიდი ბოდიში. ამ „ნაცურ“ შეკრებას შემთხვევით არ ვამბობ. აბა მოიძიეთ, ვითომ ამ NGO-ს წარმომადგენელი ამავდროულად ახლად შექმნილი და გამოჩეკილი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ხომ არ არის და ამას შემთხვევით არ ვამბობ. მოიძიეთ კარგად და ფოტოსურათებიდან დასკვნას გააკეთებთ. როგორც 12 რეკომენდაციაზე დეტალურად მივყევით, პუნქტობრივად. თუკი რაიმე არ იყო გასაზიარებელი, ავხსენით ბოლომდე, რომ ეს არის არის გასაზიარებელი იმიტომ, რომ მაგალითად ამას არ გააჩნია პრეცედენტი, ეს დააზიანებს ეროვნულ ინტერესებს, ეს ქართულ კონსტიტუციას არ ერგება და ა.შ. ასე ავხსნით, დანარჩენს ბუნებრივია ზედმიწევნით შევასრულებთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.
0
0
სინგაპურში ინტერნეტ-თაღლითებს გაროზგავენ
06/11/2025