
კვლევების თანახმად, კოლექტიურ სტრესულ მოვლენებსა - მაგალითად მიწისძვრა ან შტორმი - და ადამიანის პიროვნულ თვისებებს შორის კავშირი არ არსებობს. თუმცა კორონავირუსი მსოფლიოს ყველა კუთხეს მისწყვდა და ჩვენი ცხოვრების ყველა ნაწილს შეეხო.
ახალი ლონგიტუდური კვლევის ფარგლებში, მკვლევრებმა გარკვეული დროის ინტერვალებით 7 109 მონაწილის პიროვნება და ხასიათი შეაფასეს.
მკვლევრებმა მონაწილეთა პიროვნების განმსაზღვრელი 5 ფაქტორი - ნევროტიზმი (არასტაბილურობა), ექსტრავერსია, გახსნილობა, მოსაწონობა, კეთილსინდისიერება - პანდემიამდე (2014-2020) და პანდემიის შემდეგ (2021-2022) შეადარეს.
კვლევის მანძილზე პიროვნების შეფასება 18 623-ჯერ განხორციელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მონაწილე დაახლოებით 3-ჯერ გამოკვლიეს. მონაწილეების 41.2% კაცი იყო და მათი ასაკი 18-ს და 109-ს შორის მერყეობდა.
კვლევამ აჩვენა, რომ პანდემიის შემდგომ გამოკვლეულთა შორის ხუთივე ფაქტორის შემცირება აღინიშნებოდა. ადამიანები პანდემიის განმავლობაში მეტად ჩაკეტილები, ინტროვერტები, არასტაბილურები და ნაკლებად სანდომები და კეთილსინდისიერები გახდნენ.
საგუსისხმოა, რომ დაფიქსირებული პიროვნული ცვლილებები, რაც პანდემიის 3 წლის განმავლობაში გამოვლინდა, სტანდარტულად 10 წლის განმავლობაში განვითარებულ პიროვნულ ცვლილებებს უტოლდება. მონაწილეებს შორის ახალგაზრდები ყველაზე მეტად შეიცვალნენ, ხოლო უფროს და ხანდაზმულ ადამიანებს მეტად უმნიშვნელო პიროვნული განსხვავება დაუდგინდათ.
მკვლევრები თანხმდებიან, რომ თუ ეს პიროვნული ცვლილებები სამუდამონი არიან, მაშინ მოსახლეობის მასშტაბის სტრესული მოვლენა ადამიანების პიროვნებას მართლაც ცვლის და ახალგაზრდებისას - განსაკუთრებით. პანდემიის მანძილზე ახალგაზრდებში ნევროტიზმმა მოიმატა და სოციალურმა მისაღებლობამ და კეთილსინდისიერებამ დაიკლო.

“ახალგაზრდები მერყევები , სტრესის მიმართ მიდრეკილები და ნაკლებად კოოპერატიულები, მიმნდომები, პასუხისმგებლიანები და თავშეკავებულები გახდნენ.”
წყარო: NeuroscienceNews.com
მოამზადა: ანა მთვრალაშვილი
0
0