
"ეს ალიანსი არის ყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" ალიანსი. თვითონ იძახდნენ მიშას გარეშე ნულები, ლილიპუტები ვართო და უცბად, მას შემდეგ, რაც კაცი ციხეშია, აუჯანყდნენ და ჩერგოს და გვარამიას დიქტატის დამყარება დაიწყეს", - ამის შესახებ პარტია "გირჩის" თავმჯდომარემ გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს ოპოზიციურ ალიანსთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა გვარამიას და მისი მეგობრების რჩევით საკუთარი პარტია ფაქტობრივად გაანადგურა.
"დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ არ შემცვლია, მაგრამ ფაქტებზე ვილაპარაკებ. ეს ალიანსი არის ყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" ალიანსი. თვითონ იძახდნენ მიშას გარეშე ნულები, ლილიპუტები ვართო და უცბად, მას შემდეგ, რაც კაცი ციხეშია აუჯანყდნენ და ჩერგოს და გვარამიას დიქტატის დამყარება დაიწყეს.
იმ ნაწილში, სადაც "ნაციონალური მოძრაობიდან" მიშას გაგდება გინდა თავისთავად ცხადია, რომ ნებისმიერი ნორმალური ადამიანი იტყვის, რომ ესენი რა შუაში არიან - არცერთი 1%-ის ამღები არ არის. ყოველთვის, თავიდან ბოლომდე მიშაზე იყვნენ ჩამოკიდებულნი, წინა არჩევნებზე ხმა იმიტომ აიღეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გაუბრაზდა მათ და გვარამიას აცალა ძარცვა, იმიტომ, რომ სავარაუდოდ შეჰპირდნენ, ციხიდან გამოგიშვებთ თუ ასე მოიქცევიო.
თავიდან მიკვირდა რატომ იქცეოდა მიხეილ სააკაშვილი ასე იდიოტივით, რომ გვარამიას აძარცვინებდა საკუთარ ხმებს, მაგრამ ეტყობა შეჰპირდნენ ციხიდან გამოგიშვებთო და მოდი მანამდე შეეგუე შენი პარტიის დაქუცმაცებასო. სააკაშვილმა გვარამიას და მისი მეგობრების რჩევით ფაქტობრივად გაანადგურა საკუთარი პარტია, მათ შორის გაანადგურა იმით, რომ უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე არ მიიღეს მონაწილეობა და საკუთარი ინფრასტრუქტურა რეგიონებში ბოლომდე გაანადგურეს.
ახლა მიხვდა, რომ მაინც არ უშვებენ, ამიტომ გადაწყვიტა, ის ხალხი, რომელმაც შეაცდინა თავის დროზე, რაღაცნაირად დასაჯოს და ამ პროცესს ვუყურებთ ახლა, ითხოვს - მე მაღიარეთ ბელადად, როგორც აქამდე იყო, თუ არა და გამოგიცხადებთ ბრძოლას", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
0
0