16/11/2022
08:56
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთიდან იყო გასროლილი.
კითხვაზე, იყო თუ არა რაკეტა რუსეთიდან გასროლილი, ბაიდენმა უპასუხა:
„არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომელიც ამას უარყოფს. არ მინდა ამის თქმა, სანამ ბოლომდე არ გამოვიძიებთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, მისი ტრაექტორიის გამო, რომ რუსეთიდან იყოს გასროლილი, მაგრამ ვნახავთ, ვნახავთ“, - განაცხადა ბაიდენმა.
როგორც ცნობილია, 15 ნოემბერს, გავრცელდა ინფორმაცია პოლონეთი-უკრაინის საზღვართან, სავარაუდოდ, ორი რუსული რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსი აკვირდება ვითარებას და მოკავშირეები მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბრალდებები უარყოდა გავრცელებულ ინფორმაციას “მიზანმიმართული პროვოკაციაა” ვითარების ესკალაციის მიზნით უწოდა.
0
0