24/12/2024
19:57
სამართალი
თბილისში 16 წლის მოზარდის დაჭრის შესახებ კიდევ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბარში, დაჭრილის დედა ყვება, რომ დაახლოებით, სამი წლის წინ, მის შვილსა და 14 წლის მოზარდს შორის მოხდა კონფლიქტი. თუმცა, სკოლა შეიცვალეს და ერთი შეხედვით, კონფლიქტი ამოწურული იყო, მიუხედავად ამისა, შემთხვევამდე ცოტახნით ადრე, მოზარდმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 16 წლის პირის მოკვლას აპირებდა, თუმცა მან ეს პოსტი მალევე წაშალა.
"რაღაც დაჯგუფებაა "ნაცისტების", სამი წლის წინ, შეხლა შემოხლა მოხდა და სკოლაში მოაყენა ნიღბიანი ბიჭები, მერე თითქოს ჩაწყნარდა ყველაფერი, მაგრამ სულ ემუქრებოდა, ოღონდ დიდი ბიჭებით, მაგრამ როგორც ვხვდები ბიძამ ყველაფერი იცოდა. გიოს ვერ იტანდა. დაინახავენ ვიღაცას თუ არ მოეწონა, შეიძლება, დანა გაუყარონ. ჩემს შვილთან რა უნდოდა, არ ვიცი, იმიტომ, რომ ეს ბავშვი გადავიდა ამ სკოლიდან. მერე, თურმე, დაუწერინებიათ - უნდა მოკლაო. როცა გაიგო, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია მოგვივიდა, უცებ აიღო სტატუსი", - განაცხადა დაჭრილის დედამ.
"კურიერის" ინფორმაციით, 14 წლის მოზარდი, რომელიც სამართალდამცველებმა დააკავეს, თბილისის დინამოს ფანკლუბის "ელიტას" წევრია. ეს ორგანიზაცია საკმაოდ დახურულია და კომუნიკაცია არ აქვს არც თბილისის დინამოსთან.
"კურიერის" ინფორმაციით, ამ ჯგუფის წევრები არიან, როგორც ზრდასრულები, ასევე არასრულწლოვანებიც. როდესაც "კურიერი" მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა, ინტერნეტით გავრცელებულ ყველა ფოტოსა და ვიდეოში ჯგუფის წევრები არიან ნიღბებით და მათ იდენტიფიცირება შეუძლებელია.
0
0