16/06/2023
22:02
პოლიტიკა
„ნეგატიურია, პოზიტიურ გავლენას მისგან არ უნდა ველოდოთ“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
ხუხაშვილის თქმით, „ოცნება“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის თემას ამომრჩევლის შესანარჩუნებლად და გავლენის მოსაპოვებლად იყენებს.
ამასთან, ექსპერტი ამბობს, რომ სააკაშვილს უნდა ესმოდეს, რომ მისი არცთუ ადეკვატური აქტიურობა, მხოლოდ ოცნების სასარგებლოდ მუშაობს.
„სააკაშვილის განცხადება მხოლოდ ნეგატიურია, პოზიტიურ გავლენას მისგან არ უნდა ველოდოთ. ბოლო 11 წლის განმავლობაში სააკაშვილი იქცა „ქართული ოცნების“ უნივერსალურ ჯარისკაცად, რომელიც ყველა ფრონტზე იბრძოდა - უკრაინაშიც, ციხეშიც და სავაადმყოფოშიც. ნებისმიერი ფორმით გამოიყენა ქართულმა ოცნებამ, როგორც შეეძლო. მისი პარტიაა, ვერავინ აუკრძალავს აქტიურობას, მაშინ, უნდა ესმოდეს, რომ მისი არცთუ ადეკვატური აქტიურობა, მხოლოდ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობს.
კეზერაშვილმა მგლად ვერ ივარგა, ვერც მერაბიშვილმა, ეს ხაბეიშვილი საერთოდ პაროდიად იქცა, ხან მეტროში „დაბლაყუნობს“ მარტო და ხან კიდე სად ჩაფიქრებული მტკვრის პირას ზის, ამ მარაზმში არის გადასული. მის ჰუმანიტარულ საკითხზე ვფიქრობთ, ვნერვიულობთ, ჯანმრთელობას ვუსურვებთ, არავის უნდა მისი ცუდად ყოფნა, მაგრამ გაგვანებოს თავი რა!
აღარ უნდა ამ ხალხს წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანი, მომავლის არჩევანს ეძებს ეს ხალხი. წარსული და აწმყო ამოუვიდა ყველას ყელში. ხაბეიშვილი რომ პაროდიად იქცა, ხაბეიშვილმა ვეღარ გაუქაჩა და ამოატივტივეს ისევ მიშა. რაღა დროს მიშაა 2023 წელია! იმის ილუზია კიდევ თუ აქვთ, რომ მიშა გამოძვრება ციხიდან - არ უნდა ჰქონდეთ“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
0
0