როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ისრაელმა ღაზას ქალაქ რაფაჰზე დაგეგმილი შეტევის თარიღი განსაზღვრა.
„რაფაჰში დაგეგმილი შეტევა აუცილებელია ტერორისტული ბატალიონების აღმოსაფხვრელად. დღეს კაიროში გამართული მოლაპარაკებების შესახებ დეტალური ანგარიში მივიღე, ჩვენი მიზნების მისაღწევად მუდმივად ვმუშაობთ, უპირველეს ყოვლისა, ყველა ჩვენი მძევლების გათავისუფლებისა და „ჰამასზე“ სრული გამარჯვების მისაღწევად. გამარჯვება რაფაჰში შესვლას და იქ ტერორისტების ლიკვიდაციას მოითხოვს. ეს აუცილებლად მოხდება - თარიღიც განსაზღვრულია," - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ამავდროულად, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა თქვა, რომ „ჰამასთან“ ომის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ, ახლა დადგა შესაფერისი დრო მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებისთვის.
ეგვიპტის, საფრანგეთისა და იორდანიის ლიდერებმა ისრაელს მოუწოდეს, რომ კვირების განმავლობაში აღნიშნული გეგმა არ განახორციელოს, რადგან ამ ნაბიჯს "საშიში შედეგები" მოჰყვება, რაც " რეგიონულ ესკალაციას გამოიწვევს".
„ჰამასის“ მაღალჩინოსანმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ისრაელის წინადადებები არ აკმაყოფილებს დაჯგუფების მოთხოვნებს, თუმცა, ისინი მაინც განიხილება.
0
0